Monday, 21 September 2015

საღამო მშვიდობისა.წარმატებებს გისურვებთ

Wednesday, 16 September 2015

ინტეგრირებული გაკვეთილი "თორნიკე ერისთავი"

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა - აკ.წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავი“ - ისტორიულ-ლიტერატურული პარადიგმები
მოსწავლეთა ასაკი - VII კლასი
საგანთა ინტეგრაცია -ქართული ლიტერატურა, ისტორია, ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
გაკვეთილის მიზანი - მოსწავლეებმა შეძლონ დიდი ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის  პოემა „თორნიკე ერისთავის“  სიღრმისეული გააზრება, მისი შინაარსის საქართველოს ისტორიასთან დაკავშირება, დამატებითი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, მოძიებული ინფორმაციის კვლევა და დახარისხება, ისტორიულ-ლიტერატურული პარადიგმების დადგენა.
მისაღწევი მიზნები და შედეგები - მოსწავლეებში კვლევის უნარის განვითარება, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარების განვითარება, დასკვნების გამოტანის უნარის განვითარება.
რესურსები - სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ინტერნეტი, ფორმატები, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები.
გამოყენებული აქტივობები - ჯგუფებად დაყოფა, ყოველი ჯგუფისთვის კონკრეტული დავალებების მიცემა. მოძიებული ინფორმაციისთვის ფორმის მიცემა და თვალსაჩინო ადგილზე გამოტანა.
მიზნის სტანდარტთან შესაბამისობა - ქართული. 1.2.